ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა გრძელდება - ზელენსკი

19 იან 2026

უკრაინის დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტის   წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა. მიმდინარეობს ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი სრულად აცნობებს ვაშინგტონს ადგილზე არსებული ვითარებისა და რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შესახებ და აღნიშნა, რომ მოსკოვი დიპლომატიის მიმართ რეალურ ინტერესს არ იჩენს. მან თქვა, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება. 

ტრამპი, სავარაუდოდ, შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, სადაც მან მიანიშნა, რომ შესაძლოა ზელენსკის შეხვდეს. შეხვედრას  უკრაინის ლიდერი საჯაროდ ითხოვდა.