მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

19 იან 2026

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღეს სრულდება წყლისკურთხევის მსახურება - დიდი აიაზმა, ხოლო ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს მთელი წლის განმავლობაში აქვთ შენახული.

ნათლისღების დღესასწაული, ბათუმში, ტრადიციისამებრ, მორწმუნეებმა ზღვაში შთაფვლით აღნიშნეს.