18 იან 2026
ბათუმის ბულვარში, სანაპირო ზოლზე განთავსებული, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი და არსებული სივრცის გათავისუფლება მიმდინარეობს - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს, მათვე განცხადებით აღნიშნულ შენობა-ნაგებობას საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა. განცხადების მიხედვით ბულვარის შესაბამისი სამსახურის მიერ, ტერიტორიიდან ობიექტის დროულად გატანის თაობაზე მეპატრონის გაფრთხილების და მასთან შეთანხმების საფუძველზე, დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. სადემონტაჟო სამუშაოები, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება -ნათქვამია განცხადებაში.