18 იან 2026
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ფალსიფიკაციის, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ. რუსთავში მდებარე შპს "ალგანი"-ს ოფისში ბრალდებულებმა, შემდგომში რეალიზების მიზნით 1 284 ცალი ყალბი აქციზური მარკა და 6 241 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 210 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი დაამზადეს.