ბრიფინგი „მემარცხენე ალიანსში“

18 იან 2026

 პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა- საქართველოში მოქმედი უცხოელი ელჩების საქმიანობის კრიტიკაზე ისაუბრა. გაერთიანებაში ამბობენ რომ, ბოლო პერიოდში რიგი დიპლომატები არღვევენ ვენის კონვენციას და ღრმად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
განსაკუთრებული უკმაყოფილება გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ქმედებებს უკავშირდება. მათი განცხადებით ფიშერი არათუ ვენის კონვენციას, ხშირად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსაც არღვევს. 
„მემარცხენე ალიანსი“ აცხადებს, რომ ხელისუფლების რეაქცია ამ საკითხზე არასაკმარისია. პარტია გეგმავს საკანონმდებლო წინადადების დამუშავებას და ინიციატივის მომზადებას, რომელიც ელჩებისა და საელჩოების საქმიანობას უფრო სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცევს.