შეხვედრა გერმანიის საელჩოში

17 იან 2026

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც გერმანიის საელჩოში შეხვედრა გაიმართა, შეფასებების თემაა. პიტერ ფიშერთან ორი დღის წინ გამართულ შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, საუბარი შეეხო დაფინანსებისა და ხელისუფლების ცვლილების საკითხებს. შეხვედრას სატელეფონო საუბარში ადასტურებენ დამსწრე პირები. აქტივისტი ნიკოლოზ ხოსროშვილი აცხადებს, რომ საუბრის მთავარი თემა რეალურად ევროინტეგრაცია და ამ გზაზე დაბრუნებისთვის საჭირო ნაბიჯები იყო. კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც.