სარჩელი BBC-ის წინააღმდეგ - პოლიტიკური შეფასებები

17 იან 2026

კვლავ შეფასებების თემაა სარჩელი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის წინააღმდეგ ტელეკომპანიის შიდა მარეგულირებელს მიმართა.
მმართველი გუნდი საჯარო ბოდიშსა და ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე მომზადებულ
საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული მასალების პლატფორმებიდან აღებას ითხოვს. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ოფიციალური თბილისი ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, ბოლოს კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
მმართველი გუნდი 2024 წლის აქციებზე ქიმიური ნივთიერების, „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და BBC-ის ფილმს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად მიიჩნევს. განსხვავებული აზრი აქვთ ოპოზიციაში.