17 იან 2026
27 წლის მარიამ გოგიბერიძეს თქვენი დახმარება სჭირდება. მარიამს 2018 წლიდან თირკმლის უკმარისობა აქვს . უკვე ერთი თვეა, მისმა ორივე თირკმელმა სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება. მარიამის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია თირკმლის დროული გადანერგვა. იმისთვის რომ ოჯახის წევრებმა დონორობა შეძლონ საჭიროა ძვირადღირებული კვლევები, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. ფინანსური დახმარებისთვის საჭირო კოორდინატებს თქვენ ახლა ჩვენს ეკრანზე ხედავთ, დახმარების მსურველებს სწორედ მითითებულ ანგარიშზე შეგიძლიათ თანხის დარიცხვა.