გაეროში სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვა

02 სექ 2025

გაეროში გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი გამოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება საარჩევნო პერიოდის გამო მიიღეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ იორკში არის აბსოლუტურად სწორი.