17 იან 2026
ხვალ 17 იანვარს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ხორვატიას „მალმე არენაზე” დაუპირისპირდება, 19 იანვარს - შვედეთს, 21 იანვარს კი ნიდერლანდებს შეხვდება.ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფის მატჩებს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს. ცნობისთვის, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრისას „თბილისი არენაზე“ საბერძნეთს დაუპირისპირდა. ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით - ანგარიშით 29: 26 - დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება.