17 იან 2026
ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში სტიქიის გაძლიერება მომდევნო დღეებშიცაა მოსალოდნელი. მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.