შეხვედრა თურქეთის ელჩთან

17 იან 2026

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობა განიხილეს.