17 იან 2026
მთიან აჭარაში დღეს აღარ თოვს. თოვლის საფარი დაბაში 40სმ-ს აღწევს სოფლებში კი შედარებით მაღალია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მაღალმთიანეთში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდულია. უწყების ინფორმაციით აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდა, დილიდან ხორციელდება.
ამ ეტაპზე ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.