ვითარება ირანში

16 იან 2026

ირანში ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 3000-მდეა, ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მთავრობამ ჩაახშო და ქალაქებში შედარებით მშვიდი ვითარებაა.

თასნიმი“ იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არის ე.წ შეიარაღებული პირები და მეამბოხეები, ასევე ე.წ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

ცნობისთვის, მასობრივი დემონსტრაციები თეირანსა და სხვა მრავალ ქალაქში 28 დეკემბრიდან დაიწყო. მოკლულთა რიცხვი 2600-ს აჭარბებს.