16 იან 2026
ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ბრალის წარდგენას ელოდებიან. როგორც ადვოკატები ამბობენ, დაკავებულები ნეონაცისტურ დაჯგუფებასთან კავშირს გამორიცხავენ.
16 პირი, განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, მათ შორის 10-ი არასრულწლოვანია.
ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს წარუდგენენ და საქმის მასალებსაც დღესვე გაეცნობა.
თორნიკე ჩიქოვანის თქმით, დაკავებული ახლა დუმილის უფლებით სარგებლობს. ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს.
როგორც თორნიკე ჩიქოვანი აცხადებს, დაკავებული რამდენიმე თვის წინ აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა, მიმალვა არ უცდია და ის საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.