„ქართული ოცნების" საჩივარი BBC-ის წინააღმდეგ - პოლიტიკური შეფასებები

16 იან 2026

ქართული ოცნება ბიბისისგან ბოდიშის მოხდის მოლოდინშია.  მმართველმა გუნდმა სარჩელით უკვე მიმართა ბიბისის შიდა მარეგულირებელ ორგანოს. დეპუტატები ამბობენ, რომ საერთაშორისო მედიისგან ბრალდებები არის კომპლექსური და მისი მიზანი იყო თავდასხმა  ქართულ სახელმწიფოზე.

საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ ბიბისის რეპორტაჟს ჰქონდა კონკრეტული დავალება საქართველოში აგორებულიყო აქციების ახალი ტალღა, რაც არ შესრულდა.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ბიბისის დოკუმენტურ ფილმზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება აუცილებელია.