რა იციან  ბენეფიციარებმა ჯანდაცვის პროგრამებზე

18 მაი 2017

ქობულეთის გამგეობა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათას ლარს ხარჯავს. 16 მიმართულებიდან ხუთი ჯანდაცვაზეა გათვლილი.

პროგრამები გულის ქირურგიული ოპერაციის დაფინანსებას, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, მედიკამენტების დაფინანსებას და სოფლებში პირველადი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. რა იციან ადგილობრივებმა და რამდენად მორგებულია პროგრამები საჭიროებებს?