16 იან 2026
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა.
ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ. ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო.
მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი ჯგუფი, საიდანაც გასული ოთხი საუკეთესო ნახევარფინალურ წყვილებს შექმნის.
საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.