გიორგი გულიაშვილის დებიუტი „ბარსელონასთან“

16 იან 2026

ლა ლიგა 2-ის „რასინგში“ გადასულმა გიორგი გულიაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ესპანეთის თასზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც სანტანდერელები შინ 0:2 დამარცხდნენ.

თასის მერვედფინალურ დაპირისპირებაში „რასინგის“ მწვრთნელმა, ხოსე ლოპესმა გულიაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, შეცვალა. უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ, მასპინძლები მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი გულიაშვილს ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. 

„ბარსელონამ“ 66-ე წუთზე ფერან ტორესის გოლით ანგარიში გახსნა, 95-ე წუთზე კი ლამინე იამალმა მეორე გოლიც გაიტანა და „ბარსელონა“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.