გოგა ბითაძის 5 ქულა „მემფისთან“

16 იან 2026

NBA-ში „ორლანდო მეჯიქისა“ და „მემფისის“ შეხვედრა ბერლინში გაიმართა და „ორლანდომ“ დაძაბულ ბრძოლაში 118:111 გაიმარჯვა. მატჩის ბედი ბოლო წუთებამდე გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ნომინალურმა მასპინძლებმა ბოლოს აჯობეს მეტოქეს.

გოგა ბითაძემ 12 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია. 

„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 18 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს, ისევ „მემფისთან“ გამართავს.