15 იან 2026
ირანში ვითარება ისევ მძიმეა - აიათოლა ხამენეი ისევ იმუქრება. პროტესტის მე-18 დღეს, აანონსებენ, რომ დააკავებენ ყველას, ვინც პროტესტს სათავეში ედგა.
მუქარის მიუხედავად გამოსვლები არ წყდება. ცნობისთვის, ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია.
აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება.
საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.
პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს.