15 იან 2026
26 წლის ირანელი ერფან სოლტანისთვის, რომელიც 10 იანვარს საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, სიკვდილით დასჯა არ მოუსჯიათ - ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების ამ განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სასამართლო ორგანომ განაცხადა, რომ სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, ბრალდებულია „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში“.
ამ დანაშაულისთვის ირანში სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს.