რუსეთმა ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა 

15 იან 2026

რუსეთმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საბჭოთა ეპოქის კა-გე-ბე-ს მთავარმა მემკვიდრემ, ფე-ეს-ბე-მ განაცხადა, რომ გარეთ სამუელ დევისი ბრიტანეთის ჯაშუშური სამსახურისთვის ფარულად მუშაობდა.

დიპლომატს ორი კვირა მიეცა რუსეთის დასატოვებლად. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა, რათა შექმნილი ვითარების გამო პროტესტი გამოეხატა.