სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

15 იან 2026

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. პრემიერას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა. მსახიობებმა აუდიტორიას კლასიკური ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნიმუშის განახლებული ვერსია შესთავაზეს.

პრემიერას, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.