ირანმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა

15 იან 2026

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო მოქმედებების შესახებ შეშფოთების ფონზე გუშინ გვიან ღამით ირანმა დროებით დახურა საჰაერო სივრცე უმეტესი რეისებისთვის, რამაც ავიაკომპანიები აიძულა გაეუქმებინათ, შეეცვალათ მარშრუტი ან გადაედოთ ზოგიერთი ფრენა.

ირანმა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში განაცხადა, რომ მან დახურა საჰაერო სივრცე ყველა რეისისთვის, გარდა საერთაშორისო რეისებისა ირანის მიმართულებით და უკან,   აკრძალვა ორ საათზე მეტხანს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა   დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში არსებულ ვითარებაზე რეაგირების ვარიანტებს განიხილავს.