15 იან 2026
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აშშ-ის სავიზო პოლიტიკასა და ვიზების გაუქმების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვიზების გაუქმების რამდენიმე კატეგორია არსებობს და სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს მკაცრ შემოწმებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანაში შესული ადამიანები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს.
„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, 75 ქვეყანას შორის, რომელთანაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს, საქართველოც არის.
სიაში მოხვდნენ აგრეთვე სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, მოლდოვა, ყაზახეთი. მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.