15 იან 2026
ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ. მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75,96 ქულა დაიმსახურეს, რაც მანამდე გამოსულ ყველა მონაწილეზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე, რომელთაც ასპარეზობა 74,81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს. ასე და ამგვარად, მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილია.
ევროპის ჩემპიონი დღეს, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
შეჯიბრება თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ანასტასია გუბანოვას, მან მოკლე პროგრამით იასპარეზა, მსაჯებისგან 56.17 ქულა დაიმსახურა და პირველი დისციპლინის შემდეგ მე-11 ადგილზეა.
გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 16 იანვარს იასპარეზებს, შეჯიბრება 21:00 საათზე დაიწყება.