15 იან 2026
მაროკოს ნაკრები აფრიკის თასის ფინალშია. ვალიდ რეგრაგის გუნდმა ნახევარფინალში ნიგერიის ნაკრები დაამარცხა.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და გამარჯებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. თერთმეტმეტრიანები მასპინძლებმა უკეთ დაარტყეს და 4:3 მოიგეს.
მაროკოს ნაკრები 18 იანვარს ფინალში სენეგალის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ეგვიპტეს მოუგო. 17 იანვარს, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ნიგერია და ეგვიპტე დაუპირისპირდებიან.