14 იან 2026
ირანში ვითარება სულ უფრო რთულდება. საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა „ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ზუსტი ცნობების დადგენას უინტერნეტობა და სატელეფონო ზარებზე შეზღუდული წვდომა ართულებს.
სამედიცინო წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ უსაფრთხოების ძალები თეირანის მასშტაბით კერძო საავადმყოფოებში მიდიან, მათ პერსონალს ემუქრებიან და აქციების დროს დაშავებულთა სახელებისა და მისამართების მიწოდებას ითხოვენ.