14 იან 2026
პურის ფასის ზრდა "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის", ასევე "პურის მრეწველთა კავშირის" პროგნოზით უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ლევან სილაგავას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ხორბლის მარაგები არის.
როგორც მან განმარტა, ძირითადად იმპორტირებული პროდუქციაა და არსებობს მარაგებიც, რომლებსაც ადგილობრივი ფერმერები ფლობენ. ეს გამოიწვია იმან, რომ ქართველმა ფერმერებმა თავიანთი ხორბალი მათთვის არახელსაყრელი ფასის გამო აქამდე არ გაყიდეს. ამიტომ ქართული ხორბლის ნაწილი ისევ საცავებშია და სილაგავას თქმით სავარაუდოდ, გაზაფხულზე გამოვა.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ინფორმაციით ხორბლის ძირითადი მომწოდებელი საქართველოში რუსეთი და ყაზახეთია.