14 იან 2026
ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო განუხრელად მიჰყვება ასოცირების შეთანხმების დათქმებს.
„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და განუხრელად მივყვებით ასოცირების შეთანხმების დათქმებს. ამ მხრივ გვექნება მდგრადი რეფორმები განხორციელებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.