14 იან 2026
ფასების რეგულირების და სასურსათო პროდუქციის ფასნამატების შესახებ პრემიერის ინიციატივა კვლავ აქტუალურია პოლიტიკურ წრეებში.
ცნობილია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესის წარმომადგენლებთან უახლოეს პერიოდში შეხვედრები გაიმართება. თავის მხრივ, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველივე დღეებში დაგეგმილია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი ფასების რეგულირების მიზნით მიმდინარე ყველა პროცესში ჩართვას გეგმავენ.