ტაილანდში ამწე მოძრავ მატარებელს დაეცა

14 იან 2026

ტაილანდის ხელისუფლებამ სარკინიგზო ავარიის შესახებ  განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.  სამ ვაგონზე სამშენებლო ამწის დაცემის შედეგად  დაიღუპა 25 და დაშავდა 86 ადამიანი.  ავარია დღეს დილით  მოხდა.

ადგილობრივმა პოლიციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ცხედარია, რომელთა ამოყვანა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

ტრანსპორტის მინისტრის მონაცემებით, მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა. ამწე მაღალსიჩქარიანი რკინიგზის პროექტზე მუშაობდა, როდესაც  ჩამოინგრა და გამვლელ მატარებელს დაეცა.