14 იან 2026
საფრანგეთი 6 თებერვალს გრენლანდიაში საკონსულოს გახსნის - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ, დონალდ ტრამპის მიერ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის ფონზე.
ბარომ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს გრენლანდიის შანტაჟი.
დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს გვიან ღამით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდებიან.