14 იან 2026
უკრაინის რადის ერთ-ერთი ოპოზიციური ფრაქციის, „ბატკივშინას“ ხელმძღვანელს, იულია ტიმოშენკოს ბრალი წარედგინა.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და ანტიკორუფციულმა პროკურატურის (SAP) განცხადებით, მას ბრალად ედება რადას დეპუტატებისთვის ქრთამის შეთავაზება კონკრეტული კანონპროექტების მხარის დაჭერის ან წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, რასაც სისტემური სახე ჰქონდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილია, „ბატკივშჩინის“ ოფისში გუშინ ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.
იულია ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს, არჩევნები გაცილებით ახლოსაა, ვიდრე გვეგონა, ვიღაცამ გადაწყვიტა, კონკურენტების წმენდა დაიწყოს“.