შეხვედრა რაგბის კლუბ „ჩაქვში" 

14 იან 2026

რაგბის კლუბში „ჩაქვი,“ სპორტსმენებთან და კლუბის მენეჯმენტთან შეხვედრა გაიმართა, სადაც გასული წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ქობულეთის მერი, ირაკლი ცეცხლაძე დაესწრო.

მერმა სპორტსმენებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვა. ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის იდგება სპორტსმენების გვერდით და იქნება მათი მხარდამჭერი.

კლუბის დირექტორის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპორტისა და განსაკუთრებით რაგბის განვითარებაში, ზრდის ახალგაზრდების მოტივაციას და ეხმარება მომავალ თაობას მიზნების მიღწევაში.

შეხვედრის ფარგლებში სპორტსმენებს ბრენდირებული სპორტული ეკიპირება და სათამაშო ფორმები გადაეცათ.