14 იან 2026
მუჰაჯირების შთამომავლებმა პირველად ქალაქ ორდუში ძველით ახალი წელი იზეიმეს. ისინი ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს. სადღესასწაულო მსვლელობა სანახაობრივი იყო, მასში ბერიკები მონაწილეობდნენ. ორდუს ცენტრში ისმოდა „ჯინველო“ და ბერიკების შეძახილები კალანდას მილოცვით.
მსვლელობა მოედანზე დასრულდა, სადაც დაინთო ცეცხლი, გაიმართა ასევე კონცერტი, რომელშიც ბათუმის მეცხრე სკოლის ბაზაზე არსებული ანსამბლი “მარეთი” მონაწილეობდა.
ღონისძიებაში თურქული ანსამბლი და შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. ძველით ახალი წელი ორდუში არსებული ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით აღინიშნა.