ქართული თეატრის აღდგენის დღე

14 იან 2026

14 იანვარს ქართული პროფესიული თეატრის აღდგენის დღე აღინიშნება. ბათუმის დრამატული თეატრი დღეს 147-ე თეატრალურ სეზონს პრემიერით იწყებს.

მაყურებელი თეატრის სცენაზე დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ “დარისპანის გასაჭირს” იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშიაა.

ქართული თეატრის დღის აღნიშვნის თარიღი 1850 წლის 14 იანვარს უკავშირდება, როცა თბილისში პირველი პროფესიული ქართული სპექტაკლი  გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. სწორედ ამ დღიდან იწყება ქართული პროფესიული თეატრის ისტორია.