საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აბუ-დაბიში

14 იან 2026

რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში შუა დერეფნის განვითარება - საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიებთან დიალოგის მაგიდასთან სწორედ ამ საკითხებს განიხილავს.

ვიზიტის ფარგლებში დღეს ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოვა. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა.