ირანში დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება

14 იან 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა „ზუსტ ციფრებს“ ელოდება და „შესაბამისად იმოქმედებს“, თუმცა უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს აშშ-ის რეაგირება. მერილენდის შტატში, ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე „ფიქრობს“ და რომ მალე ელის სიტუაციის შესახებ განახლებულ ინფორმაციას.

ადრე ტრამპმა სოციალურ მედიაში მოუწოდა ირანელებს, განაგრძონ პროტესტი და დაიმახსოვრონ მოძალადეთა სახელები და თქვა, რომ დახმარება გზაშია.     

აქციების ძალადობრივი დაშლის შედეგად დაღუპულთა შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ირანელი ოფიციალური პირის განცხადებით, დაღუპულია 2 ათასი ადამიანი, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებამ ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე არეულობის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა დაასახელა.

აშშ-ში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ 2 ათას 3 ადამიანიდან, რომელთა სიკვდილიც დაადასტურა,  ათას 850 მომიტინგე იყო. მათი თქმით, 16 ათას 784 ადამიანი დაკავებულია.  ირანში მყოფი წყაროები მედიკოსებზე დაყრდნობით წერენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა.