ხმელთაშუა ზღვაში 2 300-მდე მიგრანტი გადაარჩინეს

18 მაი 2017

ხმელთაშუა ზღვაში 2 300-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. ისინი ლიბიასთან ახლოს სამაშველო გემზე გადაიყვანეს. დევნილები ევროპაში 22 ხისა და გასაბერი ნავებით მიღწევას ცდილობდნენ.

სამაშველო ოპერაცია ხუთშაბათს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დასრულებისთანავე მიგრანტების ნავები გაანადგურეს.