ნუ გაგვწირავთ - ფეჰლევი ტრამპს მიმართავს

14 იან 2026

ირანის უკანასკნელი შაჰის ემიგრაციაში მყოფმა ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ, განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები „მზად არიან ჩაერიონ“, თუ სასულიერო რეჟიმი დაემხობა და აშშ-ის კანონმდებლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ირანელი დემონსტრანტების დახმარების  ზომებს.    

აქსიოსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი შაბათ-კვირას ფეჰლევის შეხვდა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების განსახილველად.

ფეჰლევიმ ფოქს-ნიუსის წამყვანს ბრეტ ბაიერს განუცხადა, რომ ირანში კოლეგებთან დიალოგი მიმდინარეობს ხელისუფლების გადაცემის მოსამზადებლად და ხაზი გაუსვა „ისტორიის სწორ მხარეს მყოფი თავისუფალი ერების“ მხარდაჭერის აუცილებლობას.