14 იან 2026
ტაილანდში სარკინიგზო ავარიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა. მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა მას შემდეგ, რაც სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა. ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზა შემთხვევის ადგილზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ადგილობრივმა პოლიციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ცხედარია, რომელთა ამოყვანა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
ტრანსპორტის მინისტრის მონაცემებით, მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა. ამწე მაღალსიჩქარიანი რკინიგზის პროექტზე მუშაობდა, როცა ჩამოინგრა და გამვლელ მატარებელს დაეცა, რამაც მისი ლიანდაგიდან გადავარდნა და ხანძარი გამოიწვია.