თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა

14 იან 2026

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს.