13 იან 2026
ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების საკითხზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე.
„ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანურად ჩემთვის სამწუხაროა რაც მოხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.