13 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
დღეს 12 პირის საქმე განიხილება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
კერძოდ კი, პროკურატურას სასამართლოში ვიდეოჩანაწერები აქვს წარმოდგენილი. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 10 პირს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა ედება ბრალად.
მარიამ მეყანწიშვილს და ნანა სანდერს კი საგამოძიებო უწყება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება.