13 იან 2026
ილონ მასკის კომპანიის მიერ შემუშავებულ ხელოვნურ ინტელექტს, გროკს, ექნება წვდომა პენტაგონის მონაცემებზე, მათ შორის სადაზვერვო მონაცემთა ბაზებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა გააკეთა. მისივე თქმით, გროკი სამხედრო აი-ტი სისტემებში უკვე იანვრის ბოლოსთვის ჩაინერგება.
კომპანია სფეის-იქსში გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ექნება წვდომა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყველა მონაცემზე, როგორც ღია, ასევე საიდუმლო ქსელებზე. ჰეგსეტმა სფეის-იქსთან პარტნიორობას ამერიკის ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნების გასაღები უწოდა.
თანამედროვე ომში გამარჯვებული ყველაზე სწრაფი ნოვატორი იქნება-განაცხადა ჰეგსეტმა.