„ზამთარი" - ბათუმელი მხატვრების გამოფენა

13 იან 2026

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მეორე დღეა ბათუმელ მხატვართა თემატური გამოფენა - „ზამთარი" იმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანთა მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული და მუზეუმის ფონდში დაცული ფერწერული ნამუშევრები. 

დამთვალიერებელს საშუალება აქვს 30-მდე ცნობილი მხატვრის ნამუშევარი ერთ სივრცეში იხილოს.

გამოფენა გაგრძელდება 16 იანვრის ჩათვლით.