მარიამ გოგიბერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

13 იან 2026

მარიამს 2018 წლიდან აქვს თირკმლების უკმარისობა. უკვე ერთი თვეა, მისმა ორივე თირკმელმა სრულად შეწყვიტა ფუნქციონირება, რის გამოც ყოველდღიურად იტარებს დიალეზს. დიალეზი დროებითი გამოსავალია, რომელიც ნელ-ნელა აზიანებს სხვა ორგანოებსაც.

მარიამის სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია თირკმლის დროული გადანერგვა. მისი ოჯახის წევრები მზად არიან დონორობისთვის, თუმცა საჭიროა ძვირადღირებული თავსებადობის კვლევები, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. დავუდგეთ 27 წლის მარიამს გვერდში — ფინანსური დახმარებით ან გაზიარებით.

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი: GE49BG0000000609272060

თიბისი ბანკი: GE61TB7769245068100033

ლიბერთი ბანკი: GE39LB0211197629004000

მიმღები: მარიამ გოგიბერიძე