დაჭრის ფაქტი თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

13 იან 2026

დაკავებულია წარსულში ნასამართლევი   პირი რომელმაც თბილისში ურთიერთშელაპარაკების  ნიადაგზე ახალგაზრდა კაცი დაჭრა, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს ინფორმაციით მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება   და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.  

გამოძიება  ორი მუხლით   მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.